რეკლამა
სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა
FaceBook Twitter
E-mail Print
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.
შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ წინასაარჩევნო გარემოზე, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა პოზიცია ჰქონდა აღნიშნულ საკითხებზე ევროკავშირის ელჩს.

„საარჩევნო გარემოსა და მუქარაზე ერთნაირი პოზიციები გვაქვს. ასევე მკითხა, რა იყო ბოლო დღეების მუქარა, რაც პირადად მე და ჩემმა შვილებმა მივიღეთ. ამით იყო დაინტერესებული და მოისმინა შენიშვნები, რაც მქონდასაარჩევნო გარემოზე. თვითონაც გამოთქვა იგივე სურვილი და წუხილი, რომ გარემო არ არის უფრო ცივილური და ევროპული“, – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში შეაფასა, რომელსაც ევროპარლამენტში დღეს უყრიან კენჭს. მისი თქმით, ევროპარლამენტში გაკეთებული შეფასებებიმისაღებია.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.