რეკლამა
სალომე ზურაბიშვილი - როგორც მომავალი მთავარსარდალი, პატივისცემას ვუცხადებ სამხედრო ძალებს
FaceBook Twitter
E-mail Print
ძალიან სამწუხაროა, რომ ვიღაც ცდილობს, ხინჯი შეიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ძალიან დიდ პატივს სცემს სამხედრო ძალებს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას ჯარისკაცები არ დაუდანაშაულებია და განაცხადა, რომ პირები, რომლებიც ქალს ემუქრებიან, არ არიან ღირსი სამხედროს სახელით საუბრობდნენ.

„არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია ამ კამპანიაში. მე პირიქით ვთქვი, რომ ის ლაჩრები, რომლებიც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, არ არიან ღირსი, რომ წარმოადგინონ და აპელირება მოახდინონ სამხედროსსახელით. როგორც მომავალი მთავარსარდალი, ვუცხადებ პატივისცემას სამხედრო ძალებს. საერთოდ, ძალიან დიდ პატივს ვცემ სამხედრო ძალებს. სამწუხაროა, რომ ვიღაც ცდილობს, რაღაც ხინჯი შემოიტანოს მომავალმთავარსარდალსა და სამხედროებს შორის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.