რეკლამა
თეიმურაზ გორჯესტანი: გადავწყვიტე დამეცვა დედაჩემი არამარტო მუქარისგან, არამედ საერთო სიცრუისგან
FaceBook Twitter
E-mail Print
თეიმურაზ გორჯესტანი: “გასულ პარასკევს ვიყავი ლონდონში, როდესაც მუქარა მივიღე ჩემს სოციალურ ქსელში, შემდეგ გავიგე, რომ იგივე მუქარა მიიღეს ჩემმა დამ და დედამ. პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად ალბათ ყველა, ვისაც ჰყავს და, დედა, დამეთანხმება, რომ ეს სრულიად მიუღებელია. ეს არაკანონიერთან ერთად არაქართული ქმედებაა. იმ მომენტში გადავწყვიტე, რომ საქართველოში წამოვსულიყავი, ასე შორიდან ვეღარ ვუყურებდი რა ხდებოდა ამ ქვეყანაში. გადავწყვიტე დამეცვა დედაჩემი არამარტო მუქარისგან, არამედ საერთო სიცრუისგან, რაც მიმდინარეობს ამ ორი თვის მანძილზე სრული სიცრუეა და ამაზე ვეღარ გავჩუმდები. როგორ ბედავენ, დედაჩემი სალომე ზურაბიშვილი არის ოჯახიდან, რომელიც წითელი არმიის გამო ემიგრაციაში მოხვდა. ეს არის ქალი, რომელიც 80-იან წლებში საფრანგეთის დიპლომატიაში იყო, იბრძოდა თავისუფლებისთვის. როცა სხვა კანდიდატი საბჭოთა კავშირში იყო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა ამ ქვეყნიდან რუსული ჯარის გაყვანა. სრულიად არ მეგონა. დასაწყისში არ მინდოდა ამ კამპანიაში ჩართვა, რადგან მეგონა, რომ ევროპული სტილის კამპანია უნდა ყოფილიყო ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა კანდიდატები სხვადასხვა პოზიციები უნდა ჰქონდეს. კამპანიის დასაწყისშივე დაიწყო სიტყვა მოღალატით გაგრძელდა სრული სიცრუით. ესეთი რამ არ მინახავს არსად მსოფლიოში. ეს არ უნდა მოხდეს ევროპაში და ამერიკაში, ეს არ არის დემოკრატიული არჩევანი და არის ძველი სტილის, საბჭოთა კავშირის მეთოდები,ამის მიმდინარეები ჩამოიყვანეს საქართველოში და ებრძვიან ქალს, რომელიც არის თავისუფალი, ევროპელი და ამავდროულად საქართველოს პატრიოტი, ეს არის სალომე ზურაბიშვილი. მე, ამას არ ვამბობს როგორც შვილი, ვამბობ როგორც ევროპელი და როგორც ქართველი“.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.