სასამართლომ ძალაში დატოვა ცესკოს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცესის შესახებ
Share
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური
საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ არჩევნების
დღეს ხმის მიცემის პროცედურების 24:00 საათამდე გაგრძელებასთან
დაკავშირებით.
რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გავრცელდება საქართველოს
კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან
დაკავშირებით, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზღვარგარეთ
მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აძლევს მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ
საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. კონკრეტულად, საზღვარგარეთ შექმნილი
საუბნო საარჩევნო კომისიები იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის
პროცედურები გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით,
არჩევნებისდღის 24:00 საათამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს სადამკვირვებლო
ორგანიზაციებმა „საერთაშორისიოგამჭვირვალობა -საქართველომ“ და
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“
და მოითხოვეს ცესკოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების (ცესკოს 2018 წლის
14 ნოემბრის №53/2018დადგენილება) ბათილობა.
პროცესი გაიმართა 17 ნოემბერს, 13:00 საათზე და სასამართლოს
გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.