მნიშვნელოვანი პროექტები ფოთში 2013-2018 წლები
Share
• განხორციელდა წყალმომარაგების პროექტები. შედეგად ადგილობრივი
მოსახლეობა უზრუნველყოფილი გახდა 24-საათიანი წყალმომარაგებით.
• სრულად რეაბილიტირდა მდინარე რიონის წყალგამყოფი ჰიდროკვანძი.
• დაიწყო ფოთის წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის
მშენებლობა.
• მიმდინარეობს მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობა.
• კეთილმოეწყო ნაგავსაყრელი.
• შეიქმნა 4 და გაფართოვდა 9 საწარმო.
• დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 17 პროექტი.
• პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენდა კომპანია
,,აჭარა ტექსტილეს“ სამკერვალო ფაბრიკა. დასაქმდა 800 ადამიანი.
• სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა საჯარო სკოლებში.
• სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო
სახელმძღვანელოებით.
• საზოგადოებრივი კოლეჯი ფაზისი აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების
შესაბამისად; მოეწყო ინოვაციური ტექნოლოგიური ლაბორატორია • აშენდა 1
და რეაბილიტირდა 8 საბავშვო ბაღი.
• ბინები გადაეცა 393 დევნილ ოჯახს.
• საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 1624 დევნილ ოჯახს.
• დევნილთა დასახლებაში 32 კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები
ჩაუტარდა.
• ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის
მიზნით ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა.
• ფოთში გაიხსნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა,
სამსახურს გადაეცა რეანიმობილი, რომელიც უფასოდ ახორციელებს კრიტიკულ
მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა ტრანსპორტირებას.
• განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი.
• დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასის
მატება.
• ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი
დახმარება უკვე მიიღო 317-მა ბავშვმა, გაიცა ჯამში 830 700 ლარი.
• სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 250 ბენეფიციარზე გათვლილ თანადგომის
სახლს.
• აშენდა გემთსარემონტო სახელოსნო.
• აშენდა გემების დროებითი განთავსების მოედანი და გემების ამოსაღები
ესტაკადა.
• რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დაცვის პოლიციის შენობას.
• განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება.
• შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 56-მა პირმა.
• გაზიფიცირდა 17 109 აბონენტი ფოთში. 2020 წელს სამეგრელოს
გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება.
• გაიხსნა ფოთის იუსტიციის სახლი.
• სრულად რეაბილიტირდა ნიკო ნიკოლაძის კოშკი.
• მიმდინარეობს მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო
აუზის მშენებლობა.
• მიმდინარეობს ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა.
• მოეწყო ევროსტანდარტების სარაგბო ბაზა ,,პარკი-არენა’.’
• აშენდა რაგბის სტადიონი.
• რეაბილიტირდა კრივის დარბაზი და მინი სპორტული მოედნები