რეკლამა
სალომე ზურაბიშვილი სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა
FaceBook Twitter
E-mail Print
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთში ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.

"დღეს ამ არჩევნებით, ნამდვილად, ახალი საქართველო იწყება. ამ ახალი საქართველოს მშენებლობაში თქვენი დიდი წვლილი იქნება. იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი ადამიანი დაცული უნდა იყოს. მე თქვენი პრეზიდენტი ვიქნები, თქვენ შეძლებთ მომაწოდოთ თქვენი ტკივილი, პრობლემები, მე თქვენს წინაშე ვიქნები პასუხისმგებელი, მოვალ და ანგარიშს მოგახსენებთ იმის შესახებ, რას შევძლებ ან რას ვერ შევძლებ. თქვენი იმედი მაქვს, არამხოლოდ არჩევნებში, არამედ მის შემდეგაც და ჩვენ ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს, დაფუძნებულს ასეთ ძლიერ სოფლებზე და ადამიანებზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.