ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ეფუძნებოდა შოვინიზმსა და სიძულვილის ენას
Share
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ეფუძნებოდა შოვინიზმსა და
სიძულვილის ენას
„ესეც არის, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის „ღირებულებების“
კიდევ ერთი გამოხატულება. ეს არის ის „ღირებულებები“, რომელსაც
ეფუძნებოდა ნაციონალური მოძრაობა - ეს არის შოვინიზმი, ეს არის
სიძულვილის ენა და ამას გამოხატავს ნაციონალური მოძრაობა ზოგადად და
კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილი“,-ასე გამოეხმაურა პარლამენტის
თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის შეფასებას, რომელიც
ყოფილმა პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული
პიარსპეციალისტის მოშე კლუგჰაფტის თაობაზე გააკეთა.