რეკლამა
ლაივპრესი აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო აგენტების პოზიციებზე
FaceBook Twitter
E-mail Print
ინტერნეტ-გამოცემა „ლაივპრესი“ (www.Livepress.ge) აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო აგენტების პოზიციებზე.

 სამუშაო ადგილი: ზუგდიდი

 სამუშაო განაკვეთი: სრული

 სარეკლამო აგნეტის ფუნქცია/მოვალეობები: ბიზნეს წარმომადგენლებთან დაკავშირება და „ლაივპრესის“ სარეკლამო/სასპონსორო პაკეტების შეთავაზება და გაყიდვა (იხილეთ სამუშაოს დეტალური აღწერა)

 ხელფასი: სარეკლამო აგენტების ანაზღაურება განისაზღვრება სტაბილური და მოზიდული რეკლამის ღირებულების 20%-ით

ძირითადი მოთხოვნები:

• ასაკი: 17 წელს ზევით (ზედა ზღვარი არ არის შეზღუდული)

• საშუალო განათლება (აუციელებელი), უმაღლესი განათლება (სასურველი)

• MS Office-ის პროგრამების ცოდნა (აუცილებელი)

• სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება

• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საშუალო დონეზე (არააუცილებელი)

აპლიკაციების მიღების დაწყების თარიღი: 20/11/2018

დასრულების თარიღი: 28/11/2018

აპლიკანტებმა საკუთარი CV უნდა გადმოგზავნონ შემდეგ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

შენიშვნა: წერილის სათაური აუცილებლად უნდა შეიცავდეს დამსაქმებელი ორგანიზაციის სახელს (მაგალითად, ელ. წერილის სათაური: სარეკლამო აგენტის ვაკანსია - ლაივპრესი)

აპლიკანტების შერჩევის პროცესი ჩატარდება 2 ეტაპად:

• 1-ელი ეტაპი: 29 ნოემბერს შეირჩევიან სასურველი კანდიდატები (მოხდება აპლიკანტთა გადარჩევა);

• მე-2 ეტაპი: 1 დეკემბერს ჩატარდება ინტერვიუ/გასაუბრება წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი ორგანზიაციის წარმომადგენელი შერჩეულ აპლიკანტებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 30 ნოემბრისა

სარეკლამო აგენტის სამუშაოს დეტალური აღწერა:

• სთავაზობს არსებულ და პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს სარეკლამო შეთავაზებას.

• მომსახურებას უწევს არსებულ და პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს.

• წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად, ყოველდღიურად უკავშირდება პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს, აცნობს და სთავაზობს მათ სარეკლამო შეთავაზებას (მომსახურების ჩამონათვალი, ფასი, პირობები, ფასდათმობის პირობები და ა.შ.)

• ყოველი სამუშაო დღის ბოლოს უზრუნველყოფს ჩატარებული სამუშაოს თავმოყრას და ორგანიზებას ელექტრონული ფორმით.

• ათანხმებს და აკორექტირებს პოტენციური მომხმარებლების სიას (მომდევნო კვირის სამუშაო გეგმას) მენეჯერთან ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს.

• წინასწარ სწავლობს პოტენციურ მომხმარებლებს/მათ პრეფერენციებს და შესაბამისად აკორექტირებს სარეკლამო შეთავაზებას.

• სწავლობს და ეცნობა რეგიონის ბაზარს, ადევნებს თვალს რეგიონის განვითარებას ბიზნესის ჭრილში (ახალი ბიზნეს-ობიექტების გახსნა, ძველის დახურვა, ძველის გადაადგილება და ა.შ.), აკორექტირებს და ასწორებს პოტენციური და არსებული მომხმარებლების საკონტაქტო მონაცემებს.

• უზრუნველყოფს მენეჯმენტს კონკურენტების შესახებ ინფორმაციით (კონკურენტების ფასები, შეთავაზება, კლიენტები და ა.შ.)

• იძლევა დასაბუთებულ რეკომენდაციებს შეთავაზების (მომსახურება, ფასი, დასდათმობა) კორექტირებასთან დაკავშირებით.

• აანალიზებს და სწავლობს არსებული და პოტენციური მომხმარებლების შესაძლო/არსებულ პრობლემებს, ცდილობს, მოუძებნოს მათ გადაწყვეტა ოპტიმალური მომსახურება/ფასის შეთავაზების გზით.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.