რეკლამა
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადება
FaceBook Twitter
E-mail Print
გუშინ პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას გააცნო ჩვენი მოსახლეობის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ასობით ათას ოჯახს უმძიმესი ტვირთისგან ათავისუფლებს.

საბანკო-საფინანსო ორგანიზაციების ე.წ. შავ სიებში მყოფი 600 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 150 000 სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის ათობით ათასი პირი ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება!

ეს ეხება ყველა იმ ადამიანს, კიდევ ერთხელ განვმარტავ, ვინც 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით ე.წ. შავ სიაში იყო და ძირი თანხის სახით 2000 ლარამდე დავალიანება ჰქონდათ დარჩენილი!

საუბარია ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებზე, ხალხზე, ვინც სამომხმარებლო სესხი აიღო კაბალური პირობებით, გაჭირვების, საკვების, თუნდაც ტოტალიზატორის გამო აიღო და იმედი ჰქონდათ, რომ გადაიხდიდნენ, მაგრამ ვალის გასტუმრება ვერ შეძლეს. მათ შორის, ათასობით სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

საერთო ჯამში, საუბარია 1.5 მილიარდი ლარის ღირებულების ვალზე, რომელსაც ფონდი „ქართუ“ გამოისყიდის ამ ორგანიზაციებისგან და გაანულებს!

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ბიუჯეტიდან ამისათვის არ იხარჯება არც ერთი თეტრი

ამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯით, ჩვენს ხალხს, ვისაც ვალები წლების განმავლობაში ბორკილებად ედო, საშუალება ექნებათ სრულფასოვნად ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში.

მიუხედავად ასეთი მასშტაბური და უპრეცედენტო ინიციატივისა, მითუმეტეს, რომ ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ იხარჯება ამისათვის, „ნაციონალური მოძრაობა“ ამჯერადაც სამარცხვინოდ იქცევა და ადამიანებს სოციალური მდგომარეობის მიხედვით ანსხვავებს ერთმანეთისაგან.

ორი დღის განმავლობაში, ვხედავთ, რომ „რუსთავი 2“-ის ეთერებსა თუ სოციალური ქსელში მათი ლიდერები და მხარდამჭერები აგდებით მოიხსენიებენ ადამიანებს, ვისაც წლების განმავლობაში ვალები ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა! მათზე ზრუნვას დანაშულად და მოსყიდვად ასაღებენ!

მათგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ვისთვისაც ამოსავალი წერტილი იყო, არის და იქნება ადამიანი, ზრუნავს ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე, მიუხედავად იმისა, თუ რის გამო დაუგროვდათ ვალი ამ ადამიანებს და რის გამო ჩავარდნენ გაჭირვებაში.

სოციალური სოლიდარობის აქტის შემდეგ, პანიკაში ჩავარდნილი „ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი 2“ რეალობის მოდელირებასა და ფაქტების ტოტალურ გაყალბებაზეა გადასული, რასაც ცხადჰყოფს კიდეც მათი რეაქციები ადამიანებისთვის ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით, მთელი ორი დღის განმავლობაში ჩვენ ამას ვხედავთ.

რაც შეეხება ვითომდა დანაშაულს, რაზეც უტიფრად იტყუებიან. შეგახსენებთ, ეს ის ხალხია, ვინც ვითომდა საბანკო ვალების გასტუმრების დაპირებით, რეგიონებში მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში, საარჩევნო პერიოდში ყალბ ვაუჩერებს არიგებდნენ.

დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა მოიმოქმედოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორი დახვეწილი ტყუილებიც არ უნდა გაავრცელოს, ხალხი ბრძენია და ქართული საზოგადოება არასდროს წამოეგება მათ ანკესზე არასდროს წამოეგება.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.