რეკლამა
ზურაბიშვილი: სააკაშვილის შეფასებები ვერ მოახდენს გავლენას ქართულ-ებრაულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამ დღეებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურმა გამონათქვამებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა, თუ რატომ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი 28 ნოემბერს პრინციპული არჩევანის გაკეთება.

"მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს ევროპული კამპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელ მეთოდებს. მან ეს კამპანია დაიწყო ქსენოფობიით, გააგრძელა ტერორიზმითა და ბოლოს დააგვირგვინა ანტისემიტიზმით. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყნის სტუმრების მოხსენიება “გაძვალტყავებულ ჯღანებად” არის ქსენოფობიის ნათელი მაგალითი.

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანისგან ვიღებდით მე და ჩემი შვილები, არის ტერორიზმის მაგალითი. შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა ჩემს კამპანიაში ჩართული ისრაელიდან მოწვეული პიარ სპეციალისტის - ბ-ნ მოშე კლუგჰაფტის მიმართ, არის ანტისემიტიზმის სამარცხვინო მაგალითი.

ქსენოფობია, ტერორიზმი და ანტისემიტიზმი - ეს არის გზა ტოტალიტარიზმამდე.

გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას ჩემი სახელით, თითქოს მე რაღაც გაუგონარ, აბსურდულ განცხადებებს ვაკეთებდი კახელებზე, მეგრელებზე... ეს არის შუღლის გაღვივება ქვეყანაში, ხოლო კუთხურობის ნიშნით დაპირისპირების მცდელობა ასევე არის გზა ტოტალიტარიზმისკენ.

მინდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ:

არც მე და არც ქართველ ხალხს არ გვეშინია მუქარის;

სააკაშვილის შეფასებები ვერ მოახდენს გავლენას ქართულ-ებრაულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე;

დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეცვლის ქართველი ხალხის საბოლოო გადაწყვეტილებას!

მტკიცედ მწამს, რომ 28 ნოემბრის არჩევნებზე საქართველო გააკეთებს პრინციპულ არჩევანს!", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.