რეკლამა
ივანიშვილი - ჩვენ გვინდა ინსტიტუტები განვითარდეს, ქვეყანა განვითარდეს, კანდიდატიც ამის მიხედვით შეირჩა
FaceBook Twitter
E-mail Print
„ჩვენ გვინდა ინსტიტუტები განვითარდეს, ქვეყანა განვითარდეს, კანდიდატიც ამის მიხედვით შეირჩა, შეირჩა ჩემი აზრით იდეალური კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი“ - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, თავისი ხედვებით და გამოცდილებით, სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანდიდატია.

„აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანდიდატია, თავისი ხედვები აქვს, თავისი პრაქტიკა, თავისი გამოცდილება, გემოვნება. ეს არის ის, რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ, რაც გავაკეთეთ ჩვენ. საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს ასეთი. ის რაც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. პირველ რიგში ის ავტორიტეტი და გამაერთიანებელი უნდა იყოს, ზეპარტიული უნდა იყოს „ - განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო კამპანიაზე და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი კანდიდატი, ვინც კულტურულად იქცეოდა.

„ერთადერთი კანდიდატი,ვინც კულტურულად იქცეოდა, ეს იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ვინც შესატყვისად საუბრობდა, ევროპულობაც აჩვენა, ჩვენც ნამუსი მოგვწმინდა იმ ფონზე, რასაც სხვები აკეთებდნენ, ეს პატარა კაცები, ეს მცირე კაცები როგორ ებრძოდნენ ,თუმცა ქალბატონი სალომე ძლიერი ქალბატონია, გაუძლო ამას, თუმცაღა გარკვეული ემოციები დასჭირდა ამას“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.