რეკლამა
ივანიშვილი: ქართული ოცნება დაკომპლექტებული პროდასავლური იდეოლოგიით გაჟღენთილი წევრებით
FaceBook Twitter
E-mail Print
„დღეს არავის ეჭვი არ ეპარება არც ევროპაში და არც ამერიკაში, რომ ქართული ოცნება მთლიანად არის დაკომპლექტებული პროდასავლური იდეოლოგიით გაჟღენთილი წევრებით“ – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, 2012 წელს სულ სხვანაირი განწყობა იყო და წლები დასჭირდა იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობას თავისი სახელი დარქმეოდა.

„2012-ში, განწყობა საზღვარგარეთ იყო აბსოლუტურად განსხვავებული, დიამეტრალურად საპირისპირო. როგორც იქნა, თავისი სახელი დაარქვეს ნაციონალურ მოძრაობას, ამას დაჭირდა წლები, ყველამ გაიგო ვინ არიან ისინი“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით , დღეს ეჭვი არავის ეპარება, რომ რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის პოლიტიკურად დევნილი.

„თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა დონეზე ჰქონდა ფესვები ნაციონალურ მოძრაობას, რა დონეზე ყავდათ მოტყუებული ევროპელებიც და ამერიკელებიც, რა დონეზე ჰქონდათ გაფორმებული, რომ ეს არის საოცრად დემოკრატიული ხელისუფლება და რა დაგვჭირდა ჩვენ პირველი ორი წელი და ჩემი პრემიერობის დროს, ძირითადი დრო მიდიოდა იმაზე , რომ ჩვენი პარტნიორები დამერწმუნებინა, რომ მე არ ვარ რაღაც. დღეს ჩვენ გვაქვს საოცარი მხარდაჭერა ევროპიდანაც და ამერიკიდანაც. ამას არ ეყოფოდა არც ჩემი პირველი წელი, არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე. ამაში კვირიკაშვილსაც თავისი როლი აქვს ნათამაშები. შემთხვევით არაფერი არ მომხდარა გარწმუნებთ, ყველა ნაბიჯი იყო სწორი გადადგმული” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ამას დაჭირდა რამდენიმე წელიწადი, დღეს ეს რესურსი გაგვაჩნია.

„ამ რესურს აქვს ძალიან დიდი ფასი გარწმუნებთ და ვარწმუნებ ჩვენს საზოგადოებას. ეს ძალიან დიდი რესურსია, ეხლა დარჩა, შიგნით მობილიზება, რაც მე ვიცი ძალიან კარგად, ის იყო ძალიან რთული და დარწმუნებულიც არ ვიყავი როგორ და რანაირად მიგვეღწია, მივაღწიეთ ეხლა დამიჯერეთ, მე პასუხისმგებლობას ვიღებ მე ჭეშმარიტად ხალხზე მორგებულს, მათზე მზრუნველ ხელისუფლებას დავეხმარები და ჩამოვაყალიბებ. კარგი გუნდია, რაც აკლია არ დაჭირდება ერთი წელიწადი“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.