რეკლამა
კობახიძე: „ონში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირებს „ქართულ ოცნებასთან“ შეხება არ აქვთ“
FaceBook Twitter
E-mail Print
„ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ონში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ან წევრები, არის ტყუილი“ - განაცხადა ტვ „პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ონში ინცინდეტი ყოფით ნიადაგზე მოხდა და არანაირი შემხებლობა ამას პოლიტიკასთან არ აქვს.

„სამწუხარო ინციდენტი მოხდა, ონში, მთავარია, რომ ეს ადამიანი, რომელსაც ინციდენტის შედეგად ზიანი მიადგა, სწრაფად გამოჯანმრთელდეს. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, ეს არის ტყუილი, რეალურად ინციდენტი ყოფით ნიადაგზე მოხდა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერი რეაგირება მოახდინა. ინციდენტში მონაწილე პირებს შეხება არ აქვთ ქართულ ოცნებასთან. მათ მიმართაც მყისიერად დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, უფრო მეტიც, ისინი დაკავებულები არიან. აუცილებელია, გამოძიება სათანადოდ დასრულდეს და ეს ასეც იქნება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.