რეკლამა
კობახიძე: სტატისტიკურად, ოპოზიციის მიმართვიანობა ციხეში შესვლაზე უფრო მეტია, ვიდრე უმრავლესობის
FaceBook Twitter
E-mail Print
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ციხეში შესვლის პროცედურებს კიდევ ერთხელ განმარტავს და აცხადებს, რომ უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე კვირა დღეს ციხეში მისი ნებართვით შევიდა.

„ციხეში დეპუტატის შესვლა სპეციალური პროცედურაა. ყველა კითხვას გაეცა პასუხი, ეს ეხება ოპოზიციას და პოზიციას ერთნაირად. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სხვებმაც ამოიღეს ციხეში შესვლის სტატისტიკა და აღმოჩნდა, შემთხვევების ნახევარში ციხეში შესვლაზე თანხმობა იმავე დღეს არის გაცემული“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სტატისტიკურად, ოპოზიციის მიმართვიანობა ციხეში შესვლაზე უფრო მეტია, ვიდრე უმრავლესობის.

„შეგიძლიათ კითხოთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათი მიმართვიანობა არის უფრო მეტი, ვიდრე უმრავლესობის შემთხვევაში. ანუ ოპოზიცია უფრო ხშირად მომართავს, ნახევარ შემთხვევებში ეს მოთხოვნები იმავე დღეს კმაყოფილდება და 2/3 შემთხევებში იმავე, ან მომდევნო დღეს. ეს არის სტატისტიკა და აქედან გამომდინარე ოპოზიციის არგუმენტები თითიდან გამოწოვილი იყო. ჯამში, 2 თვის განმავლობაში ისინი ამძიმებდნენ ფონს ამ ხელოვნური თემებით, რომელიც რუსთავი-2-ის მიერ იქმნებოდა. ხელოვნური იყო ყველაფერი, ოქუაშვილი იყო აბსოლუტურად ხელოვნური. ყველამ დაინახა თუ როგორ ჩაიფუშა უცბად ეს სპექტაკლი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.