რეკლამა
კობახიძე: ოქუაშვილის თემა დახურულია, შკლიაროვს თავისი ნიკა გვარამიათი ყველა სცენარი ჩაუვარდა
FaceBook Twitter
E-mail Print
„ოქუაშვილს თემა არის დახურული. ეს იყო გვარამიას ნაკლებადინტელექტუალურ გონებაში მოხარშული მარტივი სცენარი. შკლიაროვს თავისი ნიკა გვრამიათი და ნაცმოძრაობით ყველა სცენარი ჩაუვარდა“ - განაცხადა ტვ „პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ოქუაშვილი არის კონკრეტული მსახიობი, რომელიც ასრულებს ნაცმოძრაობის სცენარს და ამ თემასთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცა.

„ეს რუსთავი-2-ის, გვარამიას, შკლიაროვის მიერ დაგეგმილი სცენარი იყო, ამ სცენარის მიხედვით ყოველდღე რაღაც „სკანდალი“ უნდა აეგორებინათ. ყოველდღე ცდილობდნენ ფონის დამძიმებას, რაშიც თვითონ არიან გასვრილი, ის უნდა დაებრალებინათ ხელისუფლებისთვის. ეს არის რეკეტი, სარდაფი, უბედურება და ყველაფერი. მაგრამ ჩაუვარდათ ეს სცენარი ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც ხდებოდა 2012 წლამდე, აღარ ხდება დღეს. ერთ დღეში გაეცა ყველა კითხვას პასუხი. თვითონვე ვეღარ ატრიალებენ რეალურად თემას, დაანონსებენ რაღაც უბედურებას, გამოდიან და ერთსა და იმავეს ლაპარაკობენ. თვითონ აღარ აქვთ კითხვები საკუთარი თავის მიმართ, არათუ მე შეიძლება მქონდეს. ნაციონალი რომ ხარ, აქ სერიოზული პრობლემა აქვს ნიკა გვარამიას, სხვანაირად გამორიცხულია. ნიკა გვარამიას რომ არ ქონდეს ინტელექტის პრობლემა, ასეთ გადარეული და გამწარებული ნაციონალი არ იქნებოდა „ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ჩაუვარდათ, გამომდინარე იქიდან რომ არც ერთ შემთხვევას არ ქონდა კონკრეტული საფუძველი.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.