რეკლამა
სალომე ზურაბიშვილი - ეს არჩევნები უკვე არის პროგრესი, მაგრამ შემდეგი არჩევნები იქნება ნამდვილი ევროპული ყაიდის
FaceBook Twitter
E-mail Print
ეს არჩევნები უკვე არის პროგრესი, მაგრამ შემდეგი არჩევნები იქნება ნამდვილი ევროპული ყაიდის, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი გამოძიების საქმეა.

„რამდენადაც ვიცი, ეს არის გამოძიებისა და პროკურატურის საქმე, რომელიც უთუოდ უნდა გამოიძიონ. ჩემი იმედი იყო და არის, რომ ეს ქვეყანა გამოვიდეს ერთმანეთის ბრალდებებიდან, რომ აყალბებ-ვაყალბებ-აყალბებთ დაასე შემდეგ. ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები, ეს ქვეყანა ამის ღირსია და ამისთვის მზად არის. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არჩევნები უკვე არის პროგრესი, მაგრამ შემდეგი არჩევნები იქნება ნამდვილი ნორმალურიევროპული ყაიდის არჩევნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.