რეკლამა
ზუგდიდსა და ხობში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საჯარო შეხვედრას გამართავს
FaceBook Twitter
E-mail Print
28 იანვარს 12:00 საათზე ზუგდიდში (მეუნარგიას N6. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე), ხოლო 16:00 საათზე ხობში (ც. დადიანის 187. ხობის კულტურის სახლი) გაიმართება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საჯარო შეხვედრები, სადაც მოქალაქეები მიიღებენ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონის და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.

ზუგდიდში შეხვედრაზე კომიტეტის წევრი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ისაუბრებენ. ხოლო ხობში, კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია გაუძღვება შეხვედრას.

საჯარო შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია!

დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება წარმოდგენილ მომხსენებლებს დაუსვას კითხვები.

შეხვერდები ორგანიზებულია კომიტეტის თავმდომარის ინიციატივით, მაჟორიტარი დეპუტატების და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.