რეკლამა
რუსული ენის თვითმასწავლებელი წიგნი
FaceBook Twitter
E-mail Print
წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს. ის პრაქიკული დანიშნულებისაა. გრამატიკული მასალა დაყვანილია იმ მინიმუმამდე, რომლის ცოდნაც სრულიად აუცილებელია მეორე ენის შეგნებულად შესწავლისთვის. მთელი მასალის შერჩევასა და დამუშავებას საფუძვლად უდევს ის სპეციფიკური თავისებურებანი, რომელსაც ადგილი აქვთ ქართველის მიერ რუსული ენის შესწავლის პროცესში.

რუსული მართლწერა ქართულთან შედარებით ძნელია, მაგრამ არც ისე რთულია, მას აქვს თავისი კანონზომიერებანი, რომელთა გაგებაც ძალიან აადვილებს წერის წესების ათვისებას. ამ წიგნში მთელი მასალა ისეა ახსნილი და წარმოდგენილი, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მართლწერის ჩვევების გამომუშავებას. ამ მხრივ ეს წიგნი კარგ სამსახურს გაუწევს მათაც, ვინც რუსულად დამაკმაყოფილებლად მეტყველებს, მაგრამ მისი წერის კულტურა დახვეწას საჭიროებს.

წიგნის ავტორის, ელისო კეზუას თქმით, ეს არის წიგნი თვითმასწავლებელი, რადგან სავარჯიშოების პასუხები მოთავსებულია წიგნის ბოლოში.

წიგნის შეძენა შეგიძლიათ „ბიბლუსის“ ქსელში, „წიგნის სამყაროში“, მაღაზია „Laterna“-ში და „წიგნები ბათუმში“.

წიგნის ღირებულებაა 15 ლარი.

ელისო კეზუამ დაამთავრა მოსკოვის პედაგოგიური სახელმწიფო უნივერსიტეტი. რამდენიმე წელი მუშაობდა პედაგოგად ქალაქ მოსკოვში. წარმატებით ჩააბარა მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა რუსულ ენაში, აგრეთვე არის რუსული ენის ცენტრის დამფუძნებელი.

შემოგვიერთდით ფეისბუკზე
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.