რეკლამა
ზუგდიდის მერიამ წარმატებული ქალბატონები დააჯილდოვა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელევს.

მერიის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარმატებულ ქალბატონებს ქალთა დღე მიულოცეს, თაიგულები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

30 წარმატებულ ქალბატონს სიმბოლური საჩუქრები, თაიგული და საოჯახო ტექნიკა, მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, მერის პირველ მოადგილესთან გიორგი შენგელიასთან ერთად გადასცა.

წარმატებულ ქალბატონებს შორის იყვნენ მეეზოვე, მეწარმეები, პედაგოგები, მრავალშვილიანი დედები, ექიმები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ზუგდიდის მუსიკალურ სკოლაში ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლე - ახალგაზრდობის განვითარების სასახლის მოსწავლეებმა.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.