რეკლამა
ზუგდიდში წელს 50 მილიონზე მეტი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მიმდინარე წელს 50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება - ამის შესახებ ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში (ე.წ. კომბინატისდასახლება) მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

სახელმწიფო რწმუნებული, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი შენგელიასთან ერთად იმ კორპუსების ეზოებში, იმყოფებოდა სადაც წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. ენგურის დასახლებაში, ექვსი ეზოს კეთილმოწყობისთვის მერიას ტენდერი გამოცხადებული აქვს, რისთვისაც 900 ათას ლარამდე იხარჯება. ამავე დასახლებაში მოეწყობა ახალი საბავშვო-გასართობი მოედანი.

„ეს დასახლება ძალიან ცუდმდგომარეობაში იყო და სამწუხაროდ ნაკლები ყურადღება ექცეოდა. მე აქამდე არ მოვსულვარ ენგურის დასახლებაში თქვენთან შესახვედრად, რადგან მინდოდა მოვსულიყავი კონკრეტული საქმით და არა ხელცარიელი. შიდა ეზოების და საბავშვო მოედნების კეთილმოწყობის გარდა, წელს გადაიჭრება თამარ მეფის გამზირის რეაბილიტაციის პრობლემა. ზუგდიდში წელს მთავრობის დადგენილებით 10 ქუჩის სრული რეაბილიტაცია მოხდება, მათ შორისაა თამარ მეფის გამზირი“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

თამარ მეფის გამზირის გარდა ენგურის დასახლებაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხელაიას და ჯანაშიას ქუჩებს. გზის საფარის დაგებასთან ერთად მოხდება სანიაღვრეების და ტროტუარების მოწესრიგება. ჯამში ქალაქის ქუჩების რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელს 29 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. გარდა ამისა სოფლებში დაგეგმილია 16 გზის რეაბილიტაცია.

აღნიშნულ პროექტებზე გიორგი შენგელიამ ადგილობრივებს დეტალური ინფორმაცია მიწოდა, მათ შორის წყალმომარაგების პროექტზე, რომელიც ზუგდიდის 24 საათიან წყალმომარაგებას გულისხმობს და მიმდინარე წელს დასრულდება.

შეხვედრაზე, სახელმწიფო რწმუნებულმა და მერის პირველმა მოადგილემ სხვადასხვა საჭიროებებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინიციატივები მოისმინეს და მათ კითხვებს უპასუხეს.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.