რეკლამა
„დადიანი რეზიდენსის“ საცხოვრებელი კომპლექსი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან [ვიდეო/ფოტო]
თუ ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, მწვანე სივრცეს ეძებთ სახლისთვის, დეველოპერული კომპანია „მარმაქს ჯორჯია“ ბოტანიკური ბაღის მეზობლად მშენებარე კომპლექსი „დადიანი რეზიდენსის“ პრემიუმ სეგმენტის ბინები სწორედ თქვენთვისაა. მშენებლობა აქ ჯერ კიდევ რვა თვის წინ დაიწყო და პირველი კორპუსიც მალე დასრულდება. მნიშვნელოვანი ისიც არის, რომ ბინის შეძენა მშენებლობის პარარელურად შეგიძლიათ.

„მარმაქს ჯორჯიას“ ზუგდიდის პროექტის - „დადიანი რეზიდენსის“ უპირატესობა მხოლოდ ადგილმდებარეობა და ბოტანიკურ ბაღთან სიახლოვე არ არის.

კომპანია „მარმაქს ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილე ირაკლი ყიფიანის თქმით, საცხოვრებელი ბინები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. აქ დაცულია უსაფრთხოების ყველა უახლესი ნორმა და სტანდარტი, გათვალიწინებულია კომფორტის ყველა განმაპირობებელი ფაქტორი. რეკრეაციული ზონა, სადაც მცხოვრებლები შეძლებენ დაისვენონ და განიტვირთონ ყოველდღიური დატვირთულობისგან.

რაც მთავარია „მარმაქს ჯორჯია“ „დადიანი რეზიდენსის“ პროექტში ტიხრების მოწყობასა და კვანძების განაწილებას კლიენტის სურვილისამებრ აკეთებს. ნებისმიერ მყიდველს ბინა ბარდება: აშენებული ტიხრებით, გალესილი კედლებით, იატაკის მოჭიმვით, მაღალი ხარისხის ხის ფაქტურიანი (გერმანული და ავსტრიული წარმოების) კარ-ფანჯრით, ელექტრო გაყვანილობით, სანტექნიკის კვანძებით, გათბობის სისტემის მილგაყვანილობით, იაპონური წარმოების კომფორტული უჟანგავი ლითონით აწყობილი ლიფტით (ავტოფარეხიდან ბოლო სართულის ჩათვლით), პირველი სართულის მცხოვრებლებს კი უსასყიდლოდ უვადოდ გადაეცემათ ბინის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი, სადაც შესაძლებლობა ეძლევათ დამატებითი გამწვანება და ლამაზი ბაღი მოაწყონ.

კორპუსი, რომლის მშენებლობაც მაისში დასრულდება, 28 ბინიანია. მოიცავს მიწისქვეშა ავტოფარეხს 20 ადგილით.

„ეს იქნება სივრცე იმისთვის, რომ ადამიანებმა მშვიდ და კომფორტულ გარემოში იცხოვრონ. უცხო პირთათვის დაკეტილი და რაც მთავარია, ტერიტორიაზე მუდმივი ვიდეომეთვალყურეობა, რაც უსაფრთხოებას და დაცულობას კიდევ უფრო გაზრდის“, - ამბობს ირაკლი ყიფიანი.

მაღალი კვალიფიკაციისა და მშენებლობაში უდიდესი გამოცდილების მქონე კომპანია „ელემენტ ქონსთრაქშენი“ გახლავთ „მარმაქს ჯორჯიას“ ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის მშენებლობას საქართველოს მასშტაბით და ერთერთი სწორედ პროექტი „დადიანი რეზიდენსი“ გახლავთ.

ჯერჯერობით ბინის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 1550 ლარიდან იწყება.

ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ „თიბისი ბანკთან“ მჭიდროდ თანამშრომლობენ. რაც ამარტივებს „მარმაქს ჯორჯიასა“ და მყიდველს შორის ურთიერთობას როგორც იპოთეკური მიმართულებით ასევე გარანტიების წარმოშობის მხრივ.

იპოთეკით დაინტერესებულ პირთათვის კი ჩვენ „მარმაქს ჯორჯიამ“ და „თიბისი“ ბანკმა შევიმუშავეთ პროდუქტი, რომელიც კლიენტის მხრიდან 0%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაშიც კი გეძლევათ შანსი შეიძინოთ პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომლექსში ბინა. რა თქმა უნდა ამ ყოველივეს იპოთეკურ სესხზე ექსკლუზიურად დაბალი პროცენტიც თან ერთვის.

კომპანიის დირექტორის მოადგილის თქმით, როგორც კი პირველი საცხოვრებელი ბინის მშენებლობის დასრულების ეტაპს მიუახლოვდებიან, მეორე და მესამე კორპუსების მშენებლობასაც დაიწყებენ. სამუშაოებს „მარმაქს ჯორჯია“ „ელემენტ კონსტრაქშენის“ წარმომადგენლებთან ერთად ახორციელებს.