რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პროექტი „არაფერი მოქალაქეებზე-მოქალაქეების გარეშე“ - გრძელდება
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია განაგრძობს “არაფერი მოქალაქეებზე-მოქალაქეების გარეშე“. პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ამჯერად ნარაზენსა და შამადელაში ჩატარდა.

ახალიი ნიციატივა, მერიამ მიმდინარე წელს დაიწყო და მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეებთან შეხვედრასა და მათ ინფორმირებას მოქმედ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე.

მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მიერ, სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი მობილური ჯგუფი შეხვედრებს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გამართავს და მოსახლეობას მუნიციპალურ პროგრამებზე მიაწვდის ინფორმაციას, აგრეთვე, მოხდება არსებული პროგრამების მონიტორინგი და საჭიროებების ადგილზე იდენტიფიცირება.

პროექტის ინიციატივა მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურს ეკუთვნის.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.