რეკლამა
ზუგდიდში 2019 წელს გზების რეაბილიტაციას 36 მილიონი ლარი მოხმარდება
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების განხორციელების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა იწყება. სულ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 36 მილიონ ლარზე მეტი.

მოხდება ქალაქის 10 ცენტრალური ქუჩის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის მოხდება სანიაღვრეების, ტროტუარების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება კონსტანტინე გამსახურდიას, თამარ მეფის, თაბუკაშვილის, ჯანაშიას, ხელაიას, ზვიად გამსახურდიას, ლაზის, ჩიქობავას, ბარამიას და ქობულეთის ქუჩებს.

სოფლებში მოხდება 16 გზის რეაბილიტაცია. ამასთან სრული რეაბილიტაცია უტარდება რუხი-რიყე ტყაიას 10 კილომეტრიან გზას, რითაც გადაიჭრება მრავალწლიანი პრობლემა.

გზების რეაბილიტაცია მოხდება შემდეგ სოფლებში: ჩხოუში, ზედაეწერში, რუხში (საავადმყოფოსკენ მიმავალი გზა და ზაურ თოდუას ქუჩა), ჭკადუაშში, გრიგოლიშში, ჭითაწყარში, ბაღმარანში, აბასთუმანში, ნარაზენში (შამადელას დამაკავშირებელი გზა, საბეჭვაიოს უბნის გზა), ოქტომბერში (დევნილთა ჩასახლებიდან ანაკლიის ცენტრალურ გზამდე), ოფაჩხაფუში (ნარაზენთან დამაკავშირებელ იგზა, ახალსოფელთან დამაკავშირებელი გზა).
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.