რეკლამა
ანაკლიასა და განმუხურში ტურისტული სეზონისთვის სამზადისი დაიწყო
FaceBook Twitter
E-mail Print
ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო, ამჟამად ტერიტორიაზე 500-მდე სხვადასხვა სახის მრავალწლიანი მცენარეების დარგვა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, გამწვანების სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ დაათვალიერა და გამწვანების სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა. ამასთანავე, ანაკლიასა და განმუხურში დაგეგმილია 5 მილიონი ლარის ღირებულების სახვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება.

მოხდება: მდინარე ენგურის შესართავთან არსებული კაფე-რესტორნის, ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია, მოეწყობა ველობილიკები, სანაპირო ზოლამდე მისასვლელი ბილიკები, საშხაპეები და გასახდელები, მოხდება კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნების რეაბილიტაცია, აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული განმუხურის ამფითეატრი.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.