რეკლამა
ზუგდიდის მერია ბენეფიციარებს სააღდგომო სასაჩუქრე პაკეტებს გადასცემს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ტრადიციულად სააღდგომო სასაჩუქრე პაკეტების ბენეფიციარებისთვის გადაცემა დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, სააღდგომო სასაჩუქრე პაკეტები დღეს უფასო სასადილოს ბენეფიციარებს გადასცა. მისი განცხადებით, წელს სააღდგომო სასაჩუქრე პაკეტს 550 სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარი მიიღებს.

აქედან, 132 მრავალშვილიანი ოჯახია, 250 მზრუნველობა მოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარი, სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები 15 ოჯახი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 12 ვეტერანი, დედ-მამით ობოლი 9 ბავშვი, 60 მარტოხელა მშობელი, 12 ას წელს გადაცილებული ხანდაზმულია და უკიდურესად შეჭირვებული 60 ოჯახი, რომელთაც გადაეცემათ სასაჩუქრე პაკეტები კვების პროდუქტებით.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.