რეკლამა
შესაწამლი აპარატების დარიგება ორსანტიაში
FaceBook Twitter
E-mail Print
თხილის მოსავლის გადარჩენის მასშტაბური პროექტი გრძელდება. თხილის მწარმოებელთა ასოციაცია შესაწამლი აპარატების დარიგებას განაგრძობს და დღეს 200 მდე ფერმერს ზუგდიდის რაიონში, სოფელ - ორსანტიაში ხვდება. პროექტის ფარგლებში დროებითი სარგებლობის პირობით უსასყიდლოდ უკვე დარიგდა 715 ცალი შესაწამლი აპარატი. ჯამურად კი, მეთხილე ფერმერებზე სულ 2000 აპარატი უნდა გაიცეს.

ასოციაცია საორგანიზაციო შეხვედრებისა და აპარატების დარიგების პარალელურად, საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს. ასოციაციის აგრო კონსულტანტები პირადად აცნობენ ფერმერებს სოკოვანი დაავადებების, ფაროსანასა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ჩასატარებელი სამუშაოების თანმიმდევრულ განრიგს, აკვირდებიან წამლობის ეტაპებს და კოორდინირებას უწევენ მთელ პროცესს მაღალი ხარისხის თხილის მოსავლის მიღებამდე.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციაცია კამპანიას – გადავარჩინოთ თხილის მოსავალი სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს, ადგილობრივ თვითმმართველობების, კომპანია ფერეროსა და UშAID–ის მხარდაჭერით ახორციელებს. კამპანია მიზნად ისახავს თხილის ბაღების მოვლის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, ფერმერებში ფაროსანასა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და მაღალი ხარისხის თხილის მოსავლის მიღებას.

1 მარტიდან დღემდე სამეგრელო, იმერეთისა დაგურიის მასშტაბით სულ 2000 მდე შეხვედრა ჩატარდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის კოორდინატორებმა და აგრონომ–კონსულტანტებმა ფერმერებს თხილის ბაღის შეწამვლის მნიშვნელობა პირადად აუხსნეს. შეხვედრებზევე ივსებოდა პროექტში ჩართვის მსურველ ფერმერთა განაცხადებიც.

თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტში სულ 15 000 მდეფერმერი ჩაერთო. ისინი უკვე დაიყვნენ ჯგუფებად და საკუთარი ჯგუფის ლიდერებიც აირჩიეს. სწორედ ლიდერებს გადაეცემათ თხილის შესაწამლი აპარატები დროებითი სარგებლობის უფლებით და ისინი გაუწევენ მთელ პროცესს ზედამხედველობას. თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტის ფარგლებში ასოციაცია ფერმერებს ხელს შეუწყობს შეღავათიანი პირობებით შეიძინონ სასუქი პრეპარატები და პესტიციდები და რაც მთავარია, ზედამხედველობა გაუწიოს აუცილებელი აგროღონისძიებების ხარისხიან გატარებას მთელი პერიოდის განმავლობაში. რადგან შეწამლის ყველა ეტაპის დაცვა მნიშვნელოვანია და პროცედურების საფუძვლიანად გავლის შემთხვევაში, საშემოდგომოდ ფერმერები მაღალი ხარისხის თხილის მოსავალს მიიღებენ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.