რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი შედეგი აქვთ
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით ყველაზე მაღალ სტანდარტს ერთნაირად აკმაყოფილებენ.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) კვლევის შედეგების მიხედვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ერთადერთი მუნიციპალიტეტია ქვეყნის მასშტაბით, რომლის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი შედეგი აქვთ.

ანგარიშის თანახმად მერიისგან გამოთხოვილ იქნა 19, ხოლო საკრებულოსგან - 15 საჯარო ინფორმაცია. მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ დაცული იყო კანონით განსაზღვრული ინფორმაციის გაცემის 10 დღიანი ვადა და გაცემული ინფორმაცია შეფასდა როგორც სრულყოფილი.

2018 წლის ანგარიშის თანახმად კვლევა 128 საჯარო დაწესებულებაში (მერია და საკრებულო) ჩატარდა.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.