რეკლამა
სილქნეტმა ჯეოსელის მეოთხე თაობის ქსელი (4.5G) გააძლიერა
ბოლო პერიოდში, სილქნეტმა თბილისსა და რეგიონებში, მობილური ქსელის მიმართულებით, მასშტაბური მოდერნიზაციის სამუშაოები ჩაატარა, რომლის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, 4.5G ინტერნეტის დაფარვა გაიზარდა. ასევე, გაუმჯობესდა მომსახურების ხარისხი.

ჩატარდა ინტენსიური სამუშაოები, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში. ამ სამუშაოების მიზანი იყო არსებული მეოთხე თაობის ქსელის 4.5G ქსელით გაძლიერება, ხოლო იმ ადგილებში, სადაც მომხმარებელი ადრე ვერ სარგებლობდა მეოთხე თაობის ინტერნეტით, აღნიშნული ტექნოლოგია დაინერგა. ესენია, ძველი სენაკი, მალთაყვა, სამცაცხვი, წალენჯიხა და მესტია.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მეოთხე თაობის ქსელი ფოთში, სენაკსა და ზუგდიდში.

კომპანია კვლავაც გააგრძელებს თანმიმდევრულ სამუშაოებს ჯეოსელის ქსელის გასაძლიერებლად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის დანარჩენ ტერიტორიაზე, რათა საუკეთესო მომსახურება შესთავაზოს თავის აბონენტებს.

დღეისათვის, ქვეყნის უმეტეს რეგიონში ქსელის მოდერნიზაციისა და გაძლიერებისთვის ჩატარებული სამუშაოები წარმატებით დასრულდა. შედეგად, მომხმარებელი მიიღებს გაცილებით სტაბილურ სიგნალს და ბევრად უფრო მაღალ სიჩქარიან ინტერნეტს. გაძლიერებული 4.5G ქსელის პირობებში ჯეოსელის აბონენტები, დაახლოებით, 5-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით შეძლებენ სარგებლობას.