რეკლამა
ზუგდიდში კოლხი პოეტის, მიმოზა ცანავას "მიმიკა"-ს პრეზენტაცია
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში საქართველოს მწერალთა კავშირის ინიციატივითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გამოცემული კოლხი პოეტის, მიმოზა ცანავას ერთტომეულის, ,,მიმკას'' პრეზენტაცია გაიმართა.

შემოქმედებით საღამოს, პოეტთან ერთად, მსახიობი ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა და ის პოეტის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. წიგნში შეტანილია პოეტის როგორც ავტობიოგრაფიული მოთხრობა ,,დამსხვრეული ყავარჯენი", ისე 300-მდე რჩეული ლექსი.

საქართველოს მწერალთა კავშირის წარმომადგენელმა ანა კალანდაძისა და ტერენტი გრანელის პრემიის ლაურეატ მიმოზა ცანავას გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატის წოდებაც მიანიჭა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, კობა ჯიქიამ პოეტს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II ხელმოწერილი ღვთისმშობლის ხატი გადასცა.

პოეტის შემოქმედებით საღამოს ზუგდიდიდან მიწვეული მეგობრებიც დაესწრნენ.