რეკლამა
ანაკლია-განმუხურში წელს 6 მილიონ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურა მოეწყობა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული კაფე-რესტორნის სარეაბილიტაციო საუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოებისთვის 2 129 650 ლარია გამოყოფილი. ასევე, განხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კერძოდ:

· რეაბილიტირდება ამფითეატრი;

· მოეწყობა ანაკლია-განმუხურის ბულვარში არსებული ველოსიპედის ბილიკები;

· მოეწყობა ანაკლია-განმუხურის ბულვარის ტერიტორიიდან, ზღვის სანაპირომდე ჩასასვლელი ბილიკები;

· სანაპირო ზოლზე მოეწყობა გასახდელები;

· ანაკლია-განმუხურის სანაპიროზოლზე სხვადასხვა სახის მრავალწლიანი ხე-მცენარეები დაირგო;

· რეაბილიტირდება საფეხმავლო ხიდი;

· ანაკლიის ბულვარში არსებული კალათბურთისა და ფეხბურთის მოედანი რეაბილიტირდება;

· რეაბილიტირდება განმუხურის ბულვარში არსებული ფეხბურთის მოედანი;

ანაკლია-განმუხურში წელს 6 მილიონ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.