რეკლამა
ანაკლიის სასწავლო ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამები იწყება
FaceBook Twitter
E-mail Print
2019 წლის 22 მაისს, ანაკლიის სასწავლო ცენტრში სერტიფიცირებული სასწავლო პროგრამები დაიწყო. სასწავლო პროგრამა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და USAID-ის “ზრდა” ინიციატივით ანაკლიის ეკონომიკური განვითარების (ACED) ფარგლებში შეიქმნა. უშუალოდ სასწავლო პროცესს ACED პროგრამის დაფინანსებით საზოგადოებრივი კოლეჯი “ახალი ტალღა” განახორციელებს.

სასწავლო პროგრამები ანაკლიის სასწავლო ცენტრსა და ზუგდიდის ტექნო-პარკში იმართება და მსმენელებს მოცემულ პროგრამებს უსასყიდლოდ სთავაზობს:

- ინგლისური ენა (6 თვე)

- კომპიუტერული პროგრამები (5 თვე)

- სარესტორნო მომსახურების სპეციალისტი (მიმტანი) (4 თვე)

- სასტუმროს დასუფთავების სამსახურის სპეციალისტი (დამლაგებელი) (3 თვე)

- სტუმრების მიღება-განთავსების სპეციალისტი სასტუმროში (5 თვე)

- მეწარმეობა და ბიზნეს ადმინისტრირება (3 თვე)

ინგლისური ენის სასწავლო კურსებისთვის განსაზღვრულია სწავლების 3 დონე (beginner, intermediate და advanced), ხოლო “კომპიუტერული პროგრამების“ სასწავლო კურსებისთვის განსაზღვრულია 2 დონე (beginner და advanced).

მსურველებს განცხადების ფორმის გამოგზავნა შეეძლოთ როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე ხელწერილი სახით ანაკლიის საინფორმაციო ცენტრსა და USAID ზრდა პროექტის ზუგდიდის ოფისში, 10 მაისის ჩათვლით. აპლიკანტების შერჩევა, მათ მიერ მითითებული კურსების მიხედვით, ტესტირების შედეგად მოხდა, რის საფუძველზეც მსმენელები შესაბამის სასწავლო ჯგუფებში გადანაწილდებიან. თუმცა სხვადასხვა დონის სწავლებისთვის აპლიკანტების შერჩევის პროცედურის დასრულებისას დამატებით გასაუბრებები გაიმართება.

კურსდამთავრებულები მიიღბენ სწავლის დამადასტურებელ აკრედიტებულ სერტიფიკატებს, რაც მათ დასაქმების და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს გააუმჯობესებს.

ანაკლიის სასწავლო ცენტრი ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ნაწილია, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ანაკლიის პორტის) და USAID-ს „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა და ანაკლიისა და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტის ამოცანაა რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.