რეკლამა
1 ივნისს, ზუგდიდში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა
FaceBook Twitter
E-mail Print
მოსწავლე-ახალგაზრობის განვითარების სასახლის ფოიეში საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? გაიმართა, მოეწყო ასფალზე ხატვა და მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ და პატარებს დღევანდელი დღე მიულოცეს.

"ძვირფასო ბავშვებო, გილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დღეს. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი, ჩვენი ხვალინდელი დღე. თითოეული ჩვენგანის ვალია, შეგიქმნათ უზრუნველი გარემო და ხელი შევუწყოთ თქვენ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბას. ბედნიერებას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ ჩვენ პატარებს", - აღნიშნა ღონისძიებაზე ახლადარჩეულმა მერმა გიორგი შენგელიამ.

ღონისძიება დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და კულტურის ცენტრ " ოდიშის" ანსამბლები იღებენ.

ასევე, ღონისძიებაში შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, საერთაშორისო ბიზნეს სკოლა ჩაერთო.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.