რეკლამა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში, ფართობების თერმული ნისლით დამუშავება დაიწყო
FaceBook Twitter
E-mail Print
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში, ფართობების თერმული ნისლით დამუშავება დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა შემდეგი სოფლები: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერგეტის, ორულუს და ცვანეს ადმინისტრაციული ერთეულები.

ღონისძიების დაწყების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, სატელეფონო გზავნილის მეშვეობით 24 საათით ადრე გააფრთხილა.

ღონისძიებები მეფუტკრეების ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმება, რათა არ მოხდეს ფუტკრის დაზიანება და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შეწამვლითი სამუშაოები საღამო 21:30 საათიდან განხორციელდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს, ზუგდიდის ახლადარჩეული მერი გიორგი შენგელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია, საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები გაეცნენ.

თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით იწამლება ის საკარმიდამო ფართობები, სადაც დამჭერ ფერომონებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა.

შეწამვლითი ღონისძიებების პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეცილისტების მიერ აქტიური მონიტორინგი გრძელდება, რომლის შედეგებიც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის, ელექტრონულ ბაზაში აისახება.

დღეის მონაცემებით, რეგიონებში განთავსებულია 50 ათასამდე "მოიზიდე და გაანადგურე" სადგური, რომლის მეშვეობით წერტილოვანი შეწამვლა 8078 ჰა ფართობზე განხორციელდა. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის ჯამში, 250 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული.

ღონისძიებების დაწყების შესახებ, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ sms რეგისტრაცია, საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.parosana.ge და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.