რეკლამა
ფინკა ბანკის განვითარების ცენტრში საკრედიტო ოფიცრის პროგრამა იწყება
FaceBook Twitter
E-mail Print
ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მიღება განაახლა. პროგრამაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, ვისაც აქვს სურვილი და მოტივაცია შეისწავლოს ახალი პროფესია.

საკრედიტო ოფიცრის პროგრამაში მონაწილეობისთვის მხოლოდ 3 ეტაპის გავლაა საჭირო:

• აპლიკაციის შევსება ფინკა ბანკის ვებგვერდზე www.FINCA.ge
• ტესტირება
• ინდივიდუალური გასაუბრება

პროგრამა 3 თვიანია და მის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან არა მხოლოდ საკრედიტო პროდუქტების მახასიათებლებს, არამედ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტირება, გაყიდვების ტექნიკები, მომსახურების სტანდარტი და კომუნიკაციის უნარები. პრაქტიკული დავალებების შესრულება სასწავლო პროგრამის მთავარი ნაწილია.

პროგრამაში ჩართვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. სწავლების პროცესში პროგრამის მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდია - 200 ლარი. მონაწილეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა გამოიმუშაონ დამატებითი ბონუსი.

ლელა თოფურია, ფინკა ბანკის HR დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ფინკა ბანკი მსმენელებს სწავლის და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას სთავაზობს.

"ჩვენ მუდმივად ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მოტივირებულები არიან ისწავლონ, განვითარდნენ, დაიწყონ კარიერა საბანკო სექტორში. სწავლების პროცესი გაიმართება ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში, საქართველოს 30 ქალაქში და 36 სერვისცენტრში. პროგრამა შედეგზე ორიენტირებულია და ჩვენი მსმენებელის 60% ფინკა ბანკის გუნდის სრულფასოვანი წევრი ხდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პარალელურად, მათ აქვთ საშუალება სტიპენდიის გარდა, დამატებით გამოიმუშაონ თანხა და ჰქონდეთ შემოსავალი".

ფინკა ბანკის განვითარების აკადემიაში აპლიკაციების მიღება 6 ივნისს დაიწყო და 24 ივნისამდე გაგრძელდება. აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ფინკა ბანკის ვებგვერდზე, კარიერის განყოფილებაში www.FINCA.ge და ასევე, ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.