რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამა მიმდინარე წელსაც გრძელდება
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელსაც გრძელდება მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და "ერთი თბილი ოთახი"-ს პროგრამა.

მერიაში ჯამში 243 განცხადება შემოვიდა, მათგან 141 საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, ხოლო 102 განცხადება "ერთი თბილი ოთახი"-ს პროგრამაში ჩართვას შეეხება.

მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის წევრები განცხადებებს ადგილზე ამოწმებენ. ამ ეტაპზე, კომისიის წევრებმა შემოსული განცხადებები ქალაქის ტერიტორიაზე, ოდიშისა და ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულებში გადაამოწმეს.

კომისიის შემადგენლობაში მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან.

2019 წელს სახლების მშენებლობისა და "ერთი თბილი ოთახის" პროგრამისთვის 700 000 ლარია გამოყოფილი, აქედან 100 000 ლარი "ერთი თბილი ოთახის" პროექტისთვისაა გათვალისწინებული.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.