რეკლამა
გიორგი შენგელია მერის მოვალეობის შესრულებას შეუდგა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი გიორგი (გეგა) შენგელია, მერის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.

მისი უფლებამოსილება, დღეს, საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე ოფიციალურად ცნო.

"პირველ რიგში მადლობას გიხდით ნდობისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ 30000-ზე მეტ ამომრჩეველს, რომელმაც სრული მხარდაჭერა აღმითქვა და იმ ამომრჩევლებსაც, რომლებმაც თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირეს. ის სამუშაოები რაც ზუგდიდში მიმდინარეობს აუცილებლად გაგრძელდება და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. ჩემთვის მთავარი ყველა ზუგდიდელის ინტერესის გათვალისწინებაა", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.