რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია ახალგაზრდებს შეხვდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი (გეგა) შენგელია "ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის" მონაწილე ახალგაზრდებსა და მათ პედაგოგს ნანა კიკალიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე ახალგაზრდული მიმართულებით ქალაქის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.

"ახალგაზრდების როლი მუნიციპალიტეტის და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია, ჩემი ძირითადი პრიორიტეტიც ახალგაზრდული საკითხების განვითარება და მათი იდეების გაზიარებაა", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

მერმა ახალგაზრდებს ის პროექტები და პროგრამები გააცნო, რასაც მერია ახალგაზრდული კუთხით ახორციელებს, საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც.

ზუგდიდში ახალგაზრდული სივრცე აშენდება, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ, გაერთონ და სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ. ახალ შენობაში განთავსდება კაფეები, სპორტული და ლიტერატურული კუთხეები, სამუშაო და გასართობი ოთახები.

აშენდება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკაც.

"ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა" ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით და "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროგრამა განკუთვნილია 14-18 წლამდე მოზარდებისთვის და მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახებიდან.

პროგრამაში მონაწილეობს 24 მოსწავლე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემებიდან.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.