რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდიანრეობს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ მრავალბინიანი ეზოების კეთილმწოყობისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივნის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია პროექტების დროულად და ხარიასხიანად შესრულება. სამუშაოების მიმდინარეობას კი პერიოდულად გაეცნობა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს თამარ მეფის ქუჩაზე №27, №28, №29, №30, №32 და №33-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა. კეთილმოეწყობა ქალაქ ზუგდიდში თაბუკაშვილის ქ, N3-ში, გამსახურდიას ქ. N213-ში, გამსახურდიას ქ. N215-ში, სოხუმის ქ. N73-ში, თამარ მეფის ქ. N35-ში, შალვა ქირიას ქ. N3-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოები. პროექტი ითვალისწინებს ბეტონის ბორდიურების, გაზონებისა და ელ. განათების მოწყობას დეკორატიული ჭაღის ტიპის სანათებისგან, საშუალომარცვლოვანი ბეტონის საფარისა და კორპუსების ირგვლივ ბეტონის სარინელის მოწყობას, აგრეთვე დაგეგმილია წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია. სამუშაოების ღირებულება 1 302 928 ლარია.

ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივნის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მოეწყობა სკვერი, საფეხმავლო ბილიკი, გარე განათება, გამწვანება, ბორდიურები და ველო ბილიკი. პროექტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 250, 049.97 ლარია.

წელს ზუგდიდში 50 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.