რეკლამა
ზუგდიდში პრიორიტეტული ოჯახების გამოვლენა დაიწყო
FaceBook Twitter
E-mail Print
სოციალური სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამაში ჩართვის მსურველთა ანკეტირების ეტაპი დასრულდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისია დღეს სხდომაზე შეიკრიბა, ანკეტირების შედეგები შეაჯამა და პრიორიტეტული ოჯახების გამოვლენაზე იმსჯელა. სხდომაზე ვიზუალური (ფოტო) მასალა განიხილეს. განხილვის პროცესი ხვალაც გაგრძელდება.

კომისიის შემადგენლობაში მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან.

გიორგი შენგელიას განცხადებით: ,,მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის აღნიშნულ პროგრამებში ჩართვა უმნიშვნელოვანესია, მიმდინარე წელს ჩვენ დაახლოებით 20-დან 25-მდე სახლს ავაშენებთ, პრიორიტეტული ოჯახებს კი კომისია ობიექტური გადაწყვეტილების შედეგად გამოავლენს“.

მიმდინარე წელს მერიაში 243 განცხადება შემოვიდა, მათგან 141 განცხადება სახლის მშენებლობას შეეხებოდა, ხოლო 102 განცხადება - „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამას. 2019 წელს სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამისთვის 700 000 ლარია გამოყოფილი, აქედან 100 000 ლარი „ერთი თბილი ოთახის“ პროექტისთვისაა გათვალისწინებული.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.