რეკლამა
ზუგდიდში 27 ქუჩაზე გზის საფარის აღდგენა დასრულებულია
ზუგდიდში გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო პროცესს ცაიშვილის ქუჩაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო.

ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები ცაიშვილის, ოდიშისა და პუშკინის ქუჩებზე ხორციელდება.

სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქ.ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მიმდინარე პროექტების ფარგლებში ახოროციელებს. აღდგენილია 27 ქუჩა. სულ 100-ზე მეტი ქუჩის გზის საფარის აღდგენა მოხდება.