რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი (გეგა) შენგელია, დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი (გეგა) შენგელია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილთან, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროს ნინო სხულუხიასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროს ლევან წულაიასთან ერთად, დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგატებმა "გნუტოვოს" გამშვები სამხედრო პუნქტი მოინახულეს და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

ქართულ დელეგაციას საშუალება ჰქონდა გასაუბრებოდა სამხედრო გამშვები პუნქტით მოსარგებლე იძულებით გადაადგილებულ პირებს და მიეღო ინფორმაცია მათი პრობლემებისა და დროებით ოკუპრებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართულმა მხარემ საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება უკრაინულ მხარეს გაუზიარა.

ვიზიტის მიზანი გამოცდილების და არსებული პრაქტიკის გაზიარებაა, დევნილებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების დაცვის და მათი ინტეგრაციის თვალსაზრისით.