რეკლამა
"სისა ტურა" ეთნოგრაფიული სივრცე ჩხორიაში
FaceBook Twitter
E-mail Print
„სისა ტურა”, ეთნოგრაფიული სივრცე, სადაც მეგრული კულტურა, ისტორია და ტრადიციებია გაცოცხლებული. თითოეული დეტალი წარსულის ანარეკლია და ამაზე ერთი თვალის შევლებით, საუკუნის შეფერილობით ეზოს შუა გულში მდგარი მეგრული ჯარგვალი მიგანიშნებთ.

„სისა ტურას“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია მოადგილესთან, კონსტანტინე კაკავასთან ერთად ესტუმრა. მერმა ეთნოგრაფიული სივრცის დათვალიერებისას აღნიშნა, რომ თავისუფლად შეიძლება „სისა ტურა“ გახდეს ტურისტებისთვის ერთერთი სავიზიტო ბარათი.

ეთნოგრაფიული სოფელი "სისა ტურა", ჩხორიას ადმინისტრაციულ ერთშეულში მდებარეობს, სადაც წარმოდგენილია მრავალი თვალსაჩინოება, საცხოვრებელი და დამხმარე შენობა ნაგებობები, უამრავი უნიკალური ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები. ასევე მოწყობილია მცირე ფერმერული მეურნეობა. "სისატურაში" დასასვენებელი სივრცე მოწყობილია ხელოვნური ტბის გარშემო.

ეთნოგრაფიული სოფელი სტუმრებს სთავაზობს ნავით გასეირნებას, თევზაობას, ბუნებაში დასვენებას, ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას და მრავალ სხვა გასართობს.

„სისა ტურა“ სტუმარს აძლევს საშუალებას ახლოდან გაიცნოს მეგრული კულტურა, ისტორია, ტრადიციები და სამზარეულო.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.