რეკლამა
„მილიონი შენს ხელშია“ - საინფორმაციო კამპანია ზუგდიდში
FaceBook Twitter
E-mail Print
პირველად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირება დაიწყო. დღეს ქალაქის ცენტრალურ ბულვარში საინფორმაციო კამპანია, „მილიონი შენს ხელშია“ გაიმართა.

სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების საინფორმაციო კამპანიაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო.

„2020 წლიდან ზუგდიდში მცხოვრებ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი შეხედულებისამებრ, თავიანთი პრიორიტეტებიდან გამომდინარე, დაგეგმონ საკუთარი უბნის კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტი. ზუგდიდში ხუთი ადმინისტრაციული ერთეულია, თითო ადმინისტრაციულ ერთეულს ექნება 200 000 ლარის დაგეგმვის შესაძლებლობა და პრიორიტეტებსაც თავად განსაზღვრავს“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ მედიასთან საუბარში.

პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ან/და ფაქტობრივად ცხოვრობს ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე.

პროექტი ხორცილედება, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლლიდარობის ფონდი PL საქართველოს ხელშეწყობით.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.