რეკლამა
გამარტივებული იპოთეკური სესხი - ტერაბანკის ინოვაციური პროდუქტი
FaceBook Twitter
E-mail Print
მომხმარებლებს, რომლებიც სახლის შეძენას გეგმავენ, ტერაბანკი ახალ, ინოვაციურ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. პროდუქტის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ თანხის გაცემისას ბანკი შემოსავალს მომხმარებლის მიერ გაკეთებული შენატანების მიხედვით დაითვლის და სესხის აღების მსურველებისთვის შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურება აუცილებელი არ იქნება.

სახლის შეძენისთვის საჭირო თანხის მისაღებად, მომხმარებელს მხოლოდ მისი ღირებულების 20% და სესხების ან დეველოპერულ კომპანიის განვადების გადახდის დადებითი ისტორია უნდა ჰქონდეს. პროდუქტით სარგებლობის მაქსიმალური ვადა 12 წელია. სესხები ლარში გაიცემა.

„ტერაბანკისთვის მოქნილი, მომხმარებლების სხვადასხვა სეგმენტზე მორგებული პროდუქტების შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტია. გამარტივებული, ინოვაციური იპოთეკური სესხი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც ბინის ყიდვას დეველოპერული კომპანიებისგან აპირებს, ან სურს, დეველოპერებთან უკვე არსებული შიდა განვადება ჩვენი გამარტივებული იპოთეკური სესხით ჩაანაცვლოს“, - აცხადებენ ტერაბანკში.

ტერაბანკი მომხმარებლებს იპოთეკური სესხების მრავალფეროვან არჩევანსა და მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს. ივლისის თვეში ბანკმა ახალი იპოთეკური სესხი საცხოვრებლის შეცვლის მსურველებისთვისაც შექმნა. პროდუქტი მათ საშუალებას აძლევს, თანხა მხოლოდ ბინის უზრუნველყოფით მიიღონ, არ იჩქარონ ძველი სახლის გაყიდვა, ახალ ბინაში სესხის დამტკიცებისთანავე გადავიდნენ და თანხის გადახდა 6-თვიანი საშეღავათო პერიოდის შემდეგ დაიწყონ. აღსანიშნავია კონკრეტულ სეგმენტებზე - რეპეტიტორებსა და ემიგრანტებზე მორგებული სესხებიც, რომლებიც მარტივი პირობებით გაიცემა და უძრავი ქონების შეძენის ბარიერებს მათ სრულიად უხსნის.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ზუგდიდის ფილიალს მისამართზე: თაბუკაშვილის N1 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.