რეკლამა
საჭადრო სკოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს
FaceBook Twitter
E-mail Print
საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნო.

,,მნიშვნელოვანია, რომ მალე ზუგდიდს რეაბილიტირებული საჭადრაკო სკოლა ექნება. უკვე დასრულებულია შენობის კონსტრუქციული ნაწილის რეაბილიტაცია, არსებულ შენობაზე დაშენდა მეორე სართული, იგეგმება დამატებითი საკლასო ოთახების, შეჯიბრის ჩასატარებელი დარბაზის, ადმინისტრაციის ოთახისა და სანიტარული კვანძების მოწყობა, აგრეთვე მოეწყობა წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა. ფასადზე, თანამედროვე კომპოზიტური მასალებით, ახალი არქიტექტურული ფორმების მოწყობით განახლდება შენობის გარე იერსახე. შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 904 367 ლარია”- აღნიშნა გიგა ფარულავამ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.