რეკლამა
მომავალ წელს საჯარო სკოლებისთვის 2 500 000 ლარი გამოიყოფა
FaceBook Twitter
E-mail Print
2020 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისთვის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 2 500 000 ლარის გამოყოფა იგეგმება. აღნიშნული ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრისას გააჟღერა. შეხვედრაზე 2020 წელს საჯარო სკოლებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს და არსებული საჭიროებები განიხილეს.

,,ვიცი რომ სკოლებში ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი და ამას ეტაპობრივად აუცილებლად მოვაგვარებთ, მიმდინარე წელს 1 500 000 ლარი სველი წერტილების რეაბილიტაციისთვის იხარჯება, ეს პროცესი მზარდია და 2020 წელს სკოლებში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 2 500 000 ლარის გამოყოფა იგეგმება. პრიორიტეტები რა თქმა უნდა თქვენთან კონსულტაციის შედეგად შეირჩევა. წელს 5 ახალი საჯარო სკოლა გვექნება, სრულად რეაბილიტირდება ზუგდიდის N 3 საჯარო სკოლაც. ის სამუშაოები რაც ამ ეტაპზე საჯარო სკოლებში მიმდინარეობს სასწავლო წლის დაწყებამდე აუცილებლად დასრულდება. მოსწავლეეებისთვის ნორმალური საგანმანათლებლო პირობების შექმნა ჩვენი პრიორიტეტია“-აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა, საჯარო სკოლის დირექტორები, მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახა ფარცვანია ესწრებოდა.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.