რეკლამა
გიორგი შენგელია ჩხორიაში ადგილობრივებს შეხვდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მის მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციასთან ერთად, ჩხორიას ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივებს პროექტი, "არაფერი მოქალაქეებზე, მოქალაქეების გარეშე" ფარგლებში შეხვდა.

მერმა ადგილობრივებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის ჩართულობა, ვინაიდან ეს პროექტი სწორედ მათი საჭიროებების იდენტიფიცირებას ისახვს მიზნად.

პროექტი "არაფერი მოქალაქეებზე, მოქალაქეების გარეშე" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურმა დანერგა და მისი მიზანი მოქალაქეებისთვის მოქმედ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროებების ადგილზე იდენტიფიცირებაა. შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად ტარდება.