ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტყაია-რიყე-პალურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
Share
ტყაია-რიყე-პალურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად
მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით რეაბილიტირდება 10 კმ და 300 მ გზა, იგება ბეტონის
საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხები. პროექტს საქართველოს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 5
168 712 ლარია.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის
პირველმა მოადგილე გიგა ფარულავამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა
წოწერიასთან ერთად დაათვალიერა.