რეკლამა
გიორგი შენგელია კომბინატში ადგილობრივებს შეხვდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი შენგელია, პირველ მოადგილე გიგა ფარულავასა და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მერმა თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარე ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივებისგან ის პრობლემები და საჭიროებები მოისმინა, რომლის მოგვარების გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელა.

,,კომბინატში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსის ეზოების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას და ერთად განვიხილეთ მშენებლობის პროცესთან დაკავშირებული საკითხები. ძალიან მალე თამარ მეფის ქუჩა იქნება ყველაზე განსხვავებული გამზირი მთელს ზუგდიდში", - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ.

აღნიშნულ ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.