რეკლამა
ანაკლიაში მიმდინარე სამუშაოებს გიორგი შენგელია გაეცნო
ანაკლიაში, ანაკლია-განმუხურის ბულვარში არსებული ველოსიპედის ბილიკები და ბულვარის ტერიტორიიდან, ზღვის სანაპირომდე ჩასასვლელი ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილეებთან, გიგა ფარულავასთან და კონსტანტინე კაკავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.

სანაპირო ზოლზე დაირგა სხვადასხვა სახის მრავალწლიანი ხე-მცენარე, რეაბილიტირდა შადრევანი, ანაკლიის ბულვარში კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები და განმუხურის ბულვარში ფეხბურთის მოედანი.